Saturday, June 3, 2017

მეექვსე დღე

ვფიქრობ,  ჩვენი  ტრენერის  წყალობით,  დღევანდელი  ტრენინგი  ნაყოფიერი  იყო  ჩემთვის,  რადგან  მიმდინარე მოდულმა,    საშუალება  მომცა,   გამეანალიზებინა  მოსწავლეზე  ორიენტირებული  შეფასების  ფორმები,   რამდენიმე  თვალსაზრისით.  პორტფოლიოს  რუბრიკა  დამეხმარა ჩემი  კოლეგის  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი   შემეფასებინა  განმავითარებელი  კომენტარით. ვიუვერში    ვნახეთ  შეფასების  მეთოდისა  და  ინსტრუმენტების  აღწერა,  რომელიც  „წილადების“ პროექტში  იყო.  პროექტის  გეგმის  შაბლონში  გავაკეთე  შეფასების  მეთოდების  მიხედვით  მოკლე  მონახაზი,   რომელიც  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომისთვის  გამოვიყენე.  

No comments:

Post a Comment