მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-ჩეკლისტი
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული მსწავლელის როლი რამდენიმე თვალსაზრისით. შევქმენით ელექტრონულ ფოტმატში სავარჯიშო " ჟურნალი" ჩამონათვალი სქემის შესავსებად, რომელშიც მოცემულია კონკრეტულად გაწერილი ინსტრუქცია, არის მინიშნებები,რომლის წაკითხვის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს ამ სავარჯიშს შესრულებას და განავითაროს თვითრეგულირების უნარიც.
გეგმის შაბლონში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები:არაქართულენოვანი, ნიჭიერი ბავშვები,ს სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის.ეს საშუალებას მომცემს ყველა ტიპის და საჭიროების მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.
Thursday, May 25, 2017
Saturday, May 20, 2017
მეხუთე დღე
ამ მოდულმა საშუალება
მომცა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება
ჰქონდეს ინტერნეტს. მესწავლა,
როგორ დავიცვა ჩემი პროექტის ფარგლებში
მოძიებულ მასალაზე საავტორო
უფლებები, ვისაუბრეთ მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის აუცილებლობაზე. ვისწავლე
bookmark-ის გამოყენება,რაც დამეხმარება დავიმახსოვრო
საჭირო საიტები და სწრაფად შევძლო
მათი მოხმარება.
უკუკავშირის რუბრიკის გამოყენებით მოვახდინეთ ურთიერთშეფასება . გავეცანი სხვადასხვა
საძიებო სისტემას და ვისწავლე როგორ შევავიწროვო ძიების
დიაპაზონი.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Sunday, May 14, 2017
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, დავადგინო მოსწავლის წინარე ცოდნა, რათა სწორი მიმართულება მივცე პროგრესის მონიტორინგში. დამეხმარება ჩემი მოსწავლის ცოდნის გაგებაში და ცოდნის გაგების გამოყენებაში. ეს მოდული საშუალებას მომცემს ჩემი მოსწავლეების მეტაკოგნიკური უნარების დადგენა-განსაზღვრაში. ავაწყე ჩემი პროექტის პრეზენტაცია ჩემს კოლეგებთან შეხვედრის დროს წარსადგენად.
ჩემი პროექტის პრეზენტაცია
ჩემი პროექტის პრეზენტაცია
მესამე დღე
ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების გამოყენება,
რამდენიმე თვალსაზრისით. შევიმუშავე საკვანძო საკითხები,რაც დამეხმარა პროექტის შინაარსის
სიღრმისეულად წვდომაში და თემის ძირითადი
საკითხების გაგება-გააზრებაში. შევიმუშავე
ჩემი პროექტის მიზნები,რომელიც მოვარგე
21-ე საუკუნის უნარებს.
Sunday, May 7, 2017
მეორე დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,რომ ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები უნდა ჩავრთო სიღრმისეულ კვლევაში, უნდა მოვახდინო თემის მნიშვნელოვანი საკითხების ორგანიზება ,თითოეული აქტივობის შესრულების შემდეგ მოსწავლეებს უნდა მივცე განმავითარებელი შეფასება, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცე ავთენტური დავალებები,რათა მათთვის უფრო სახალისო და საინტერესო იყოს მათი შესრულება. ვფიქრობ,მე უკვე გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად.
Saturday, May 6, 2017
პირველი დღე
დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი,რადგან გავეცანი ელექტრონულ წიგნს, "პროექტებით სწავლებას", გავერკვიე როგორ დავგეგმო პროექტი,რომ მისი დაგეგმვის დროს აუცილებელია პირველრიგში გამოვკვეთო პროექტის მიზანი. განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკებიდა გავეცანით პროექტებს "კონკია"და"წელიწადის დრონი"შევქმენი საკუთარი ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)